Monday, October 3, 2016

პროექტი :"უპატრონო ცხოველთა დაცვა"

1.პროექტის   სახელწოდება: „უპატრონო  ცხოველთა  დაცვა“

2.პროექტის   მთავარი იდეა(თემა)  1-2   წინადადებით:  ბუკლეტების გავრცელება საზოგადოებაში უპატრონო  ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

3.პროექტის აქტუალობა: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის ცხოველთა დაცვის საკითხი უგულებელყოფილი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. გახშირდა უპატრონო ცხოველების წამების ფაქტები, რაც ძალიან აშორებს ადამიანებს ჰუმანიზმისაგან,  ჩვენ კი ვცდილობთ, მოსწავლეებს ჩავუნერგოთ სიყვარულის  და  სიბრალულის გრძნობა.

4.პროექტის   მიზნები:ისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობას, ბუკლეტების  დამზადებას ,  გაეცნობიან მასალაებს  უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებით,განუვითარდებათ ემფატიის გრძნობა.

5.მონაწილეთა  ასაკი: 17—18 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.

7.მოსალდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, ვიდეორგოლი, ბუკლეტები, ფოტოალბომი.

8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:ფოტოაპარატი (სურათების გადასაღებად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით); ფორმატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

9.პროექტის მსვლელობა:
1.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება,
2.ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება,
3.ინფორმაციის მოძიება, ბუკლეტების  დამზადება -გავრცელება,  ვიდეორგოლის შექმნა, ფოტოალბომის დამზადება,  კედლის გაზეთის დამზადება.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ბუნება,ისტ. ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მანანა  ქუსიკაშვილი,

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananakusikashvili7@gmail.com

13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი.

პროექტის განხორციელების გეგმა